საქართველოს პავილიონი კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე 

22 მაისი 2023, 10:49 579 ნახვა

კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოს პავილიონი კინობაზრობაზე სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად წარადგინა.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო ვიზუალური პროდუქციის წარმოების პირობებს და მიიღონ ინფორმაცია სააგენტოს პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ შესახებ. კანის კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმის მარკეტ ჩვენება გაიმართება.

ფესტივალის მაყურებელი ნანა ჯანელიძის ფილმს „იარე, ლიზა“ და ირინე ჟორდანიას „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ იხილავს. მიზანი ქართული ფილმების პოპულარიზაცია, კომერციალიზაცია და საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი