ფადი ასლის განცხადება - შეფასება

21 მაისი 2023, 20:04 694 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტი - ასე აფასებს ფადი ასლის და მის განცხადებებს უმრავლესობა. "ქართული ოცნების" განცხადებით, საუბარი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე რაიმეს დათმობის შესახებ, მოღალატეობრივია და ამ რიტორიკით ნაციონალური მოძრაობა საზოგადოების განწყობებს ტესტავს.

ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებენ ადრესატები. ამბობენ, რომ ბიზნესმენის რიტორიკას ემიჯნებიან.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, ციტატა: "კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს, არის: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?"

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი