„კადრებად შენახული ბათუმის ისტორია“ - ქალაქის ღია სივრცეში ფოტო გამოფენა მოეწყო, სადაც ცნობილი ადამიანების და ქალაქის ხედების ისტორიული შავ-თეთრი კადრებია წარმოდგენილი.
დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ფოტო სურათების გარდა გასული საუკუნის ანტიკვარული ნივთებიც ენახა.
პროექტის ორგანიზატორი აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეა.