უკანონო სახერხი საამქროები ქობულეთსა და ბორჯომში 

20 მაისი 2023, 11:30 641 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბორჯომში,  არარეგისტრირებული ლენტური  ტიპის სახერხი საამქროები გამოავლინეს.  

სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ჯამში ამოღებულია 46 ერთეული სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი მორი და 150 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი.

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი