''პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არაპატრიარქის,'' -ამ ინფორმაციას დღეს რამდენიმე მედია საშუალება ავრცელებს, რომელიც მათ პროკურატურაში განუმარტეს. ჩვენ ვცადეთ საქართველოს პროკურატურაში ამ ინფორმაციის გადამოწმება თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს საგამოძიებო უწყებაში არ პასუხობენ. დეკანოზი მამა გიორგი კი დეტალებზე საუბრისგან ისევ თავს იკავებს, რადგან მას გაუთქმელობის ვალდებულება აქვს. სწორედ ამ ნაწილში ახალგარზდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ირღვევა თანასწორობის პრინციპი. დაკავებული სასულიერო პირი უკვე 5 დღეა მისი ოჯახის უსაფრთხოების მაღალ დონეზე დაცვას ითხოვს. რა ინფორმაცია მიაწოდა საიას იურისტს დეკანოზმა და რას აცხადებენ სასულიერო პირის მშობლები მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურაში სასულიერო პირის მკვლელობას აღარ ადასტურებენ.