7 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
30 წლის გიგა ოთხოზორია ე.წ.-მა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.