პარლამენტში ინტერპელაციის წესით შს მინისტრს მოუსმენენ

19 მაისი 2023, 11:49 660 ნახვა

პარლამენტში დღეს ერთდროულად ორი უწყების ხელმძღვანელს ელოდებიან. ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრია. 

ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით წარდგება. ანგარიშის გაცნობის შემდეგ, გომელაური დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

ოპოზიცია მარტის აქციებთან და სამართალდამცველთა მოქმედებებზე განმარტებებს ითხოვს. ამ მიმართულებით კონკრეტული კითხვები დეპუტატთა ნაწილმა გომელაურს  წერილობით გადაუგზავნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში