თავდაცვის მინისტერიალი

16 თებერვალი 2017, 00:00 2154 ნახვა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ  თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ქართულ მხარესთან.  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ლიტველ და რუმინელ კოლეგებთან. მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზეც იმსჯელეს.  ნატოს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც, მინისტერიალის ფარგლებში,  ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. ალიანსის შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხვალ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი