ხვალ საღამომდე მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ღამით და დღის პირველ ნახევარში სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია უხვი ნალექი თოვლის სახით. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 2 გრადუსი ყინვა, დღისით 3 გრადუსი სითბო იქნება. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი 5 -6 ბალი. მომდევნო 3 დღის განმავლობაში აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.