ბათუმში გაუჩინარებული სტუდენტი გარდაცვლილი იპოვეს

18 მაისი 2023, 11:25 1175 ნახვა

ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, გაუჩინარებული სტუდენტი გარდაცვლილი იპოვეს. იგი ინდოეთის მოქალაქეა.

მაშველებმა ცხედარი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

გარდაცვლილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრები მასთან დაკავშირებას 22 აპრილის შემდეგ ვეღარ ახერხებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცედურები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში