უკრაინაში სამი მილიონი დოლარის ქრთამის აღებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს - უკრაინული მედია

16 მაისი 2023, 11:40 714 ნახვა

უკრაინაში სამი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს უკრაინის უზენაესი სასამართლოს კიდევ 18 მოსამართლესთან.

ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კნიაზევი ფულს იღებდა ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესებით მოქმედი პირებისგან.

ამასთან, უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კნიაზევის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 16 მაისს უზენაესი სასამართლოს პლენუმის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

ვსევოლოდ კნიაზევი უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 2021 წლის პირველი დეკემბრიდან იკავებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი