ევროვიზია 2023 შვედმა მომღერალმა მოიგო

14 მაისი 2023, 10:10 610 ნახვა

ევროვიზიის გამარჯვებული შვედი მომღერალი ლორენი გახდა, რომელმაც ჯამურად 583 ქულა მიიღო. ეს მისთვის მეორე გამარჯვებაა, პირველად ევროვიზიაზე 2012 წელს წარსდგა სიმღერით „Euphoria”.  მეორე ადგილი ფინელმა მომღერალმა დაიკავა.

ევროვიზიის ფინალურ ეტაპზე, საქართველო მე-7 წელია ვერ  გადადის. საქართველომ ყველაზე მაღალი  12 ქულა ბელგიის წარმომადგენელს დაუწერა, 10 ქულა სომხეთს, ყველაზე დაბალი 1 ქულა კი ფინეთს. 

მომავალ წელს ევროვიზიას შვედეთი უმასპინძლებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი