საქართველოს კულტურის დღეები პეზაროში

13 მაისი 2023, 20:08 1645 ნახვა

“საქართველოს კულტურის დღეები პეზაროში“ დღეს იხსნება. ფესტივალის ეგიდით იტალიაში ბათუმის კულტურის ცენტრის ანსამბლები იმყოფებიან.

შემოქმედებითი ჯგუფები მსოფლიო საორღანო დღეების ფესტივალის პროგრამაში მონაწილეობენ, რომლის ფარგლებშიც ისინი რამდენიმე კონცერტს გამართავენ.

ფესტივალი ყოველწლიურია და მასში უკვე მეთერთმეტედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საუკეთესო გუნდები და მუსიკოს-შემსრულებლები მონაწილეობენ.

ღონისძიების ორგანიზატორი საოპერო სიმღერის საერთაშორისო აკადემია “რენატა ტებალდი და მარიო დელ მონაკო“ და მსოფლიო საორღანო მუსიკის ფესტივალია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი