"აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ" და "ინტერვიუ ომის საკითხებზე"-კინოთეატრ ამირანში რეჟისორ ზაზა სვანიძის დოკუმენტური ფილმების პრემიერა გაიმართა. ფილმში მოქმედება უკრაინაში ომის ფონზე ვითარდება და კარგად ასახავს ომის შედეგებს. ფილმ "აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ" მოქმედი გმირი უკრაინელი მოხალისე ვლადიმერ ჰოდოვანეცია, რომელმაც სხვა მოხალისეებთან ერთად უმძიმესი გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად, ომის დაწყებიდან დღემდე უამრავ მოქალაქეს გაუწია დახმარება.