“ქართულმა ოცნებამ” ევროპის დიდი პოლიტიკური ჯგუფი დატოვა

11 მაისი 2023, 20:01 840 ნახვა

პოლიტიკური გაყრა 8 წლის შემდეგ. ქართულმა ოცნებამ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი დატოვა.ახლა მმართველი პარტია ფორმალური ევროპელი პარტნიორის გარეშეა ევროპარლამენტში. გადაწყვეტილება "ევროპის სოციალისტური პარტიის" დამკვირვებელი წევრის სტატუსი რომ დატოვონ, დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.ირკვევა,რომ ქართული ოცნებას 8 წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათი წევრობა ევროპის ერთ-ერთ დიდ პოლიტიკურ ოჯახში კონტრპროდიქტიული იყო.თქვეს, რომ პარტნიორისგან თანადგომასა და მხარდაჭერას ვერ გრძნობდნენ და ჩამოთვალეს კონკრეტული მიზეზებიც. მოკლედ ქართულმა ოცნებამ ევროპელ სოციალისტებს დაასწრო და გადაწყვეტილება იქამდე მიიღეს, ვიდრე ახლა უკვე ყოფილი პარტნიორები ივნისში შეიკრიბებოდნენ და პირიქით ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებაზე თავად იმსჯელებდნენ. როგორ გაიგებენ ამ გადაწყვეტილებას ბრიუსელში-ვნახოთ პოლიტიკოსების პროგნოზი. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი