საქართველო და განსაკუთრებით, ეროვნული ბანკი მიმართავს დამაკმაყოფილებელ ძალისხმევას, რომ შეასრულოს საერთაშორისო სანქციები - ჯეიმს ჯონი 

11 მაისი 2023, 14:00 470 ნახვა

პარტნიორი ქვეყნებისგან როგორც ვიგებთ და ვხვდებით, საქართველო, განსაკუთრებით, ეროვნული ბანკი მიმართავს დამაკმაყოფილებელ ძალისხმევას, რომ შეასრულოს საერთაშორისო სანქციები, – ამის შესახებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს რისკ ფაქტორები, მაგრამ საერთო ჯამში, საქართველო ცდილობს, სანქციები შეასრულოს.

„საქართველოს ფინანსური სისტემა ჯანსაღია და კომერციულ ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება. რაც შეეხება კონკრეტულად სანქციებს, ჩვენ ვესაუბრეთ ბევრ დაინტერესებულ მხარეს, როგორც პარტნიორი ქვეყნებისგან ვიგებთ და ვხვდებით, საქართველო და განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, დამაკმაყოფილებელ ძალისხმევას დებენ, რომ შეასრულონ საერთაშორისო სანქციები. ეს არის ის, რაც გვესმის იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც შემოიღეს სანქციები. რა თქმა უნდა, არსებობს რისკ ფაქტორები, მაგრამ საერთო ჯამში, საქართველო ცდილობს, რომ სანქციები შეასრულოს“, – აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი