საკონსტიტუციო სარჩელი

10 მაისი 2023, 14:05 707 ნახვა

დავით ღონიაშვილი პარლამენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ - საქმის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყო.

სადავო ნორმა ეხება ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე შემოწმებაზე თავის არიდების შემთხვევაში, შს სამინისტროს თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის რეგულაციას.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება არაკონსტიტუციურია. მათი თქმით, გასაჩივრებული სამართლებრივი ნორმით ეს უფლებამოსილება პრაქტიკულად სრულად არის დელეგირებული შს მინისტრზე.

ასევე მოსარჩელე მხარეს კითხვები აქვს თუ რა შემთხვევაში და რა პირობების დათქმით უნდა ჩაითვალოს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე სამინისტროს თანამშრომლის უარი გენერალური ინსპექციის მოთხოვნაზე თავის არიდებად. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი