ე.წ-ლი ქოლ-ცენტრების საქმეში ახალი გარემოებებია - აცხადებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, რომელიც ამ საკითხს სპეციალური ბრიფინგით დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ 5 მაისს, აღმაშენებლის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის უკან მთელი სახელმწიფო სისტემაა.
გიორგი ვაშაძის თქმით, სახელმწიფო სისტემა მონაცემების გაყალბების გზით "ქოლ-ცენტრების" საქმეზე მისი და მისი ძმის სახელის დაკავშირებას ცდილობს. ამიტომ იგი მიმართავს შესაბამის უწყებებს, რომ დაინტერესდნენ რატომ არის კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტებში ყალბი მონაცემები.