5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორზე ძალადობაში 2 მსჯავრდებულს მსჯავრი დაუმძიმდა

08 მაისი 2023, 16:53 532 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე, საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმა.

მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე მსჯავრდებულ პირებს ძალადობაზე შეფარდებული სასჯელი დაუმძიმდათ და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით. სასამართლომ ერთი მსჯავრდებული გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზში დააკავა, ხოლო გიორგი წარუაშვილი ძებნილად გამოცხადდება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ეპიზოდზე კიდევ ხუთი მსჯავრდებული პირის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი