ოპოზიციის განზრახვაა საგამოძიებო მასალებზე ჰქონდეთ წვდომა, სწორედ ამის გამო ითხოვენ ისინი პარლამენტში, ე.წ-ლი ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამბობენ ''ქართულ ოცნებაში'', ამიტომ ოპონენტების ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ინიციატივად რჩება.
ოპოზიციონერი ლიდერები გიორგი ვაშაძის ძმის სავარაუდო კავშირებს ეგრედწოდებულ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით პროვოკაციად აღიქვამენ. ფიქრობენ, რომ სტრატეგია აღმაშენებელი სწორედ იმ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში იქნება, რომელიც პარლამენტში უნდა შეიქმნას, თუმცა არა უმრავლესობაში.
მმართველ გუნდში კი ბიბისის საგამოძიებო რეპორტაჟზე საუბრობენ და ქოლ-ცენტრებთან სრულად მათივე ოპონენტების კავშირს ხედავენ. მას შემდეგ, რაც პარლამენტში კომისიის შესაქმენლად ოპოზიციის ყველა მცდელობა ჩავარდა, გადაწყვიტეს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანონ სარჩელი, თუმცა როდის აპირებენ ხელისუფლების ოპონენტები მიმართონ სასამართლოს, ეს ჯერ -არ გადაუწყვეტიათ.
გარდა ქოლ-ცენტრებისა, ითხოვენ კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც, რომლითაც როგორც ამბობენ სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციას გამოააშკარავებენ.არც ამას თანხმდება მმართველი გუნდი. მიაჩნიათ, რომ მსგავსი კომისია საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.