ბათუმი კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

07 მაისი 2023, 14:30 612 ნახვა

კონტაქტურ კარატეში  საერთაშორისო ტურნირი „ბათუმი ოუფენს“ მიმდინარეობს. შეჯიბრება პირველად ტარდება, მაგრამ ორგანიზატორთა განცხადებით ტრადიციული გახდება.

ბათუმის ტატამზე 11 ქვეყნის, პოლონეთის, ისრაელის, ყაზახეთის, უნგრეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ხორვატიის, სომხეთის, საბერძნეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საუკეთესო მებრძოლები ასპარეზობენ, მათ შორის ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები.

გუშინ ტურნირი 16 და 18 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის გაიმართა. დღეს შეჯიბრება უფროსი ასაკის მებრძოლთა გამოსვლებით დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი