ხიხანის ციხეზე მეოთხე და მესამე კოშკის აღდგენა დასრულდა , მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოები მეორე კოშკთან იგეგმება.
კულტურული მემკვიდრეების სააგენტოში განმარტავენ, რომ რთული გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე ძეგლზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მხოლოდ 1 ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდეა შესაძლებელი, ძეგლის რეაბილიტაციისთვის ამ დროისთვის 300 ათას ლარამდეა დახარჯული, ხოლო მიმდინარე წლის ბიუჯეტში 200 000 ლარია გაწერილი.
კომპლექსი სულ 4 კოშკს მოიცავს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება ხიხანის ციხესთან მისასვლელი ბილიკის მოწყობაზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაასრულა ხიხანის ციხეზე არქეოლოგიური ექსპედიციები, რომელიც 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.