“პოლიციის ქალაქის" მშენებლობა

05 მაისი 2023, 15:08 579 ნახვა

ჯარის ქალაქის შემდეგ თბილისში „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა იწყება. საცხოვრებელი 1100  ოჯახზე იქნება გათვლილი და სახელმწიფო მშენებლობისთვის 125 მილიონ ლარს დახარჯავს.

რაც შეეხება შესყიდვის ნაწილს, პოლიციელი 1 კვადრატულ მეტრ ფართობში მხოლოდ  300 ლარს გადაიხდის. შენობას ექნება საპარკინგე სივრცეც. 

მშენებელი კომპანიისგან დღეს პრემიერმა მიიღო დაპირება, რომ მშენებლობა შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს. 

სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია ცოტა ხნის წინ დასრულდა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვახტანგ გომელაურიც მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი