ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბსუ-ში

03 მაისი 2023, 19:46 661 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია ‘’ვემსახურები  საქართველოს’’  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის   მთავარი  მიზანიც  სამხედრო სამოქალაქო თავდაცვის შესახებ საზოგადოების, სტუდენტთა ცნობიერების   ამაღლებაა.მემორანდუმის  ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც სტუდენტებისთვის  სამხედრო სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე ინფორმაციის  მიწოდებას  ითვალისწინებს.  ასევე  იგეგმება  ორგანიზაცია  ‘’ვემსახურები საქართველოს’’ მიერ განხორციელებულ  წვრთნებსა  და სწავლებებში მოხალისე სტუდენტთა და დასაქმებულთა ჩართულობაც .

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში