კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა - რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

03 მაისი 2023, 16:21 581 ნახვა

კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა, – ამის შესახებ, რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

კრემლის ცნობით, ორი დრონი კრემლზე იყო დამიზნებული, სამხედროებისა და სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული დროული ქმედებების შედეგად კი, უპილოტო საფრენი აპარატები მწყობრიდან იქნა გამოყვანილი.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, თავდასხმის შედეგად, ვლადიმერ პუტინი არ დაშავებულა, მისი სამუშაო გრაფიკი კი არ შეცვლილა. კრემლის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.

პრესსამსახურის განცხადებით, კრემლი, უკრაინის მხრიდან თავდასხმის მცდელობას ტერორისტულ აქტად და რუსეთის პრეზიდენტის ლიკვიდაციის მცდელობად აღიქვამს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი