ენმ - 29 მილიონი გარე განათების სისტემების რეაბილიტაციისათვის

03 მაისი 2023, 14:25 940 ნახვა

ბათუმის საკრებულოს წევრი  ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. რეზო ხარაზის  თქმით, ძველ ბათუმში გარე განათების ლამპიონები შეცვალეს და მერიამ ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი გამოიყო, რაც მისი მტკიცებით აუცილებლობას არ წარმოადგენდა. 

ტენდერით კი ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრის თქმით, ფინანსური სარგებელი ნახეს კონკრეტულმა პირებმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, ძველი ლამპიონები უხარისხო განათებებით ჩანაცვლდა, რაც ბათუმის იერ-სახისათვის მიუღებელია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი