სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში, სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა-უცხოური მედია

03 მაისი 2023, 14:16 862 ნახვა

სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში, სროლის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთი დაცვის თანამშრომელია, რვა კი – ბავშვი.

შემთხვევის შედეგად. დაშავდა ექვსი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე დააკავა.

„პოლიციამ დაუყოვნებლივ გაგზავნა საპატრულო ჯგუფები და ადგილზე დააკავა არასრულწლოვანი, მეშვიდე კლასის მოსწავლე, რომელიც მამის კუთვნილი იარაღიდან მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლის რამდენჯერმე გახსნაშია ეჭვმიტანილი“, – აღნიშნულია სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი