რუსეთის ძალებმა ხერსონში ჰიპერმარკეტი დაბომბეს, დაიღუპა სამი და დაშავდა ხუთი ადამიანი

03 მაისი 2023, 13:44 542 ნახვა

რუსეთის ძალებმა ხერსონში ჰიპერმარკეტი დაბომბეს, გარდაცვლილია სამი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე განცხადებით, დაღუპულები და დაშავებულები მაღაზიის თანამშრომლები არიან. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ერთადერთ მომუშავე ჰიპერმარკეტზე დარტყმა დაახლოებით 11:00 საათზე განახორციელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი