ისრაელ-პალესტინის ურთიერთობები მოშიმშილე პატიმრის გარდაცვალებამ გაამწვავა

03 მაისი 2023, 10:39 622 ნახვა

ისრაელის ციხეში პალესტინელი  პატიმრის შიმშილობის შედეგად გარდაცვალების საპასუხოდ პალესტინელმა ბოევიკებმა  ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით  რაკეტები გაუშვეს.

სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის სამხრეთ ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო, მათ შორის ღაზიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 14 კმ-ის მოშორებით მდებარე ქალაქ  აშკელონშიც.   

სარაკეტო  თავდასხმის შემდეგ ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ღაზის  სექტორში სამიზნეებზე, რომლებიც ისრაელის მტკიცებით,  ისლამური დაჯგუფების იარაღის საწარმოო ობიექტებს და  სასწავლო ბანაკებს მოიცავს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში