პარიზში საპირველმაისო პროტესტი არეულობაში გადაიზარდა

02 მაისი 2023, 11:10 496 ნახვა

ეგრეთწოდებული მოლოტოვის კოქტეილი  მოხვდა პოლიციელს პარიზში საპირველმაისო პროტესტის დროს. აფეთქების შემდეგ  ცეცხლმა მოიცვა სპეცრაზმელთა  ჯგუფი, ერთი მიწაზე დაეცა, სხვები კი მის დასახმარებლად ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას.

ოფიციალური მონაცემებით, ერთი ოფიცერი, რომელსაც მოლოტოვის კოქტეილი   მოხვდა,  მძიმედ არის  დაშავებული. პარიზის გარდა  შეტაკებები მოხდა  ლიონსა და ნანტშიც, სადაც რამდენიმე ავტომობილსა  და ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. საფრანგეთის  შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაკავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. 

საპროტესტო აქციებში კი  მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. გასულ თვეში მაკრონმა საპენსიო ასაკი ორი წლით 64-მდე გაზარდა მრავალსექტორული გაფიცვების მიუხედავად. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაკრონის  პოპულარობა რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში