აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში მწერალ და პროფესორ გიორგი სოსიაშვილთან შეხვედრა გაიმართა. ისაუბრეს წიგნების „ჩრდილების თეატრის“ და „იაილების“ შესახებ.
გიორგი სოსიაშვილი ქართული ფეოდალური გვარების, სათავადოების, საქართველოს ახალი ისტორიის პრობლემებს, ქართული კულტურის, სამაჩაბლოსა და შიდა ქართლის ხეობების ისტორიას იკვლევს.
ამ ეტაპზე ვატიკანში დაცულ ქართულ მასალებზე მუშაობს.