ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი თბილისში მე-13-ე საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
გუნდმა ბოლო რეპეტიცია უკვე გაიარა. საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და მიზანი საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციაა.
გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი სამუსიკო ხელოვნების დოქტორი ზაირა ვადაჭკორიაა, მთავარი დირიჟორი კი აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, გელა ვადაჭკორია.