არ მგონია სწორი იყოს პროპაგანდა ის, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, - ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრის უნგრეთში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც ის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას.
ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს და მომავალშიც დაიცავს.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას.
პარტია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროპაში საკუთარი პოლიტიკური ოჯახიდან რიცხავენ.