თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, დავლაძეების და შომახიების ოჯახს საკუთრებაში ბინები გადაეცა

29 აპრილი 2023, 20:33 680 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, რამაზ დავლაძეს და გია შომახიას საკუთრებაში ბინები გადაეცა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ავრცელებს.

"დღეს ბათუმობის მოსალოცად დემე გვესტუმრა. დემეს რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ქონდა და ბატონმა თორნიკემ საჩუქრით ძალიან გაახარა. დღეს ბათუმობაა და ყველა ბათუმელის დიდი ტკივილია 2021 წლის 8 ოქტომბერი მაგრამ, ყველა ბათუმელმა უნდა იცოდეს, რომ ბატონ თორნიკეს არასდროს არ ავიწყდება დემე რამდენიმე კვირის წინ მან საოცარი სიუპრიზი გაუკეთა. მისი ინიციატივით დემე დავლაძე და ნიკოლოზ შომახია მამებთან ერთად ნაპოლიში იმყოფებობდნენ კვარას თამაშზე

ასევე, ბატონი თორნიკეს გადაწყვეტილებით დავლაძეების და შომახიების ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინები", - წერს თინა ზოიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. რასაც შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო 3 ბავშვი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში