ჩვენი სათქმელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი დაემთხვა ერთმანეთს - პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ ოპოზიციის წევრებმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
აცხადებენ, რომ პოლონეთის ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
ხელისუფლების ოპონენტებმა პოლონეთის პირველ დიპლომატს ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხზე მიაწოდეს ინფორმაცია.