ხვალ “ბათუმობაა”

28 აპრილი 2023, 11:20 638 ნახვა

ხვალ ''ბათუმობაა''. დილიდან  მზადებაა ქალაქში. რეპეტიციებს გადიან ღონისძიების მონაწილე ქორეოგრაფიული ჯგუფები.

ორგანიზატორების თქმით, ქალაქი უამრავ გასართობ და შემეცნებით ღონისძიებას უმასპინძლებს. ძირითადი ლოკაცია საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია და  კოლონადებია.

საზეიმო განწყობის შესაქმნელად ქალაქში დილიდან ივლის სასეირნო მატარებელი მუსიკალური ცენტრის სასულე ორკესტრის  თანხლებით. რაც შეეხება სადღესასწაულო ღონისძიებებს,  იქნება ქართული სამზარეულოს,  ასევე მწერალთა კუთხე,  ბათუმელი მხატვრებისა და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

ბათუმობა საღამოს 11 საათზე კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში