სასულიერო პირის საქმე

13 თებერვალი 2017, 00:00 2589 ნახვა

ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში და სასულიერო პირის სკანდალური დაკავება, მკვლელობის მომზადების ფაქტზე, რომელიც ოფიციალური პირების განცხადებით, განხორციელების შემთხვევაში, იქნებოდა დარტყმა არა მხოლოდ ეკლესიაზე, არამედ სრულიად საქართველოზე. მთავარი პროკურორი ამტკიცებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში მტკიცებულებების სახით არსებობს აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ მან სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა ერთ-ერთ მოქალაქეს. ირაკლი შოთაძის განცხადებით, სწორედ ციანიდის გამოყენებით უნდა მოეხდინა, დეკანოზ მამალაძეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა, რომლის ვინაობაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის არ დაასახელა. ასევე, ცნობილია, რომ საქმეზე უკვე დაიკითხა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის უფროსი.

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი