ხელბურთში საქართველოს ნაკრები შვეიცარიის ნაკრებთან 19:26 დამარცხდა

26 აპრილი 2023, 20:03 651 ნახვა

საქართველოს ნაკრები დღეს შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 19:26 დამარცხდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო და იგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ შვეიცარიამ მოახერხა წინ გასვლა და 10:14 მოიგო. მეორე ტაიმიც შვეიცარიის გამარჯვებით დასრულდა 9:12.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ჯგუფის ლიდერის უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 30 აპრილს გაიმართება. 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანია ხელბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.

მედლებისთვის 24 ნაკრები დაუპირისპირდება ერთმანეთს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი