„სოფელსა შინა“ - ამ სპექტაკლით ბათუმის დრამატული თეატრის დასი თბილისში რუსთაველის თეატრში გასტროლით გაემგზავრა. დასი დედაქალაქში მაყურებლის წინაშე 28 აპრილს წარსდგება.
მსახიობები ამბობენ, რომ ბათუმში მაყურებლის მხრიდან დიდი ინტერესი იგრძნობოდა, იგივე მოლოდინი აქვთ სხვა თეატრებშიც.
სპექტაკლი მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების - „შერცხვენილნის“ მიხედვით რეჟისორმა ნუკრი ქანთარიამ დადგა.