გარდა ქვეყნის საგარეო კურსისა და ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკისა, აირაის კვლევები ასევე შეეხო რეგიონებს და ადგილობრივ თვითმმართველ მერიებსა და საკრებულოებს.
მაგალითად, აჭარის შემთხვევაში კითხვაზე თუ როგორ აფასებენ ადგილობრივი საკრებულოების მუშაობას 69 პროცენტი დადებით პასუხს სცემს, რაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგია.
რაც შეეხება მერიებს, აქ მათ მუშაობას დადებითად 70% აფასებს.