ყაზახური მედიის ინფორმაციით, ალმათში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ- სამძებრო სამუშაოების დროს საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი ინტერნეტ თაღლითები ქოლცენტრში მუშაობდნენ.
ყაზახური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ალმატში ე.წ. ქოლ-ცენტრები ჰქონდათ გახსნილი და თაღლითური სქემებით მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ.
მათივე განცხადებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში სატელეფონო თაღლითებთან დაკავშირებული 400-ზე მეტი დანაშაული გამოვლინდა. ისინი თავს ბანკის თანამშრომლებად წარმოადგენდნენ და ყაზახეთის მოქალაქეებს ონლაინსესხებს უფორმებდნენ.
ყაზახეთის პოლიციის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ათობით მსხვერპლი. გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.