გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება - ირაკლი ქარსელაძე

25 აპრილი 2023, 15:05 645 ნახვა

გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება, – ამის შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რიკოთის 149-ე კილომეტრზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ საბოლოო საინჟინრო მოწყობის სამუშაოები ჩატარდეს.

„მიმდინარეობს კვლევა-ძიების სამუშაოები. რიკოთის 149-ე კილომეტრზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ საბოლოო საინჟინრო მოწყობის სამუშაოები ჩატარდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ მალე გვექნება პროექტი და რაც შეიძლება მალე შევძლებთ პრობლემის მოგვარებას, სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის აღდგენას. მანამდე კი, ნებისმიერი ჩაკეტვა-გახსნა ან გადართვა დაფუძნებული იქნება გონივრულ და ექსპერტულ დასკვნებზე. გვაქვს ამოცანა, რომ ზაფხულის სეზონამდე შევძლოთ ყველა იმ სამუშაოს გატარება, რაც საჭირო იქნება გადაადგილების სპეციალური რეჟიმის მოსახსნელად“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

ქარსელაძემ სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საჭიროა კვლევითი სამუშაოების ჩატარება. ქარსელაძის თქმით, საექსპერტო ორგანიზაცია მაქსიმალურს აკეთებს პროცესის დროულად დასასრულებლად.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი