სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ ავტორიზაციის საბჭო დატოვა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს. საბჭოს დატოვების მიზეზად შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ასახელებს. გადაწყვეტილების მიმღებ ორგანიზაციაში ცხრა წევრია, აქედან მხოლოდ ორი, მათ შორის შალვა ტაბატაძე იყო ავტორიზაციის შეჩერების წინააღმდეგი. ავტორიზაციის საბჭომ შაჰინის სკოლას ავტორიზაცია 3 თებერვალს შეუჩერა.