სანქცირებული მოსამართლეები - ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შეფასება

24 აპრილი 2023, 14:25 831 ნახვა

მოსამართლეების პროფესიონალიზმი, სრული დამოუკიდებლობა და მყარი, ჯანსაღი სასამართლო სისტემა 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო იმის უზრუნველყოფისთვის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს.

ამ საკითხზე კომენტარი  კიდევ ერთხელ გააკეთა კელი დეგნანმა, ამერიკის ელჩის განცხადებით, საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი იმ საკითხების გამოსაკვლევად, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და იგი გამჭვირვალობას და მეტ ინფორმაციას მოითხოვს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი