მოსამართლეების პროფესიონალიზმი, სრული დამოუკიდებლობა და მყარი, ჯანსაღი სასამართლო სისტემა 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო იმის უზრუნველყოფისთვის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს.