აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთში გაეცნენ

24 აპრილი 2023, 14:25 457 ნახვა

აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთში გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფრომაციით, ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონში მოგზაურობისა და არსებული ტურისტული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში. შეხვედრები გაიმართა ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიების, მედიის წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან.

უწყების ინფრომაციით, გასული წლის მსგავსად, დეპარტამენტი წელსაც გეგმავს ყაზახი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების მომწვევას რეგიონში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში