რამდენიმე დღეში ბათუმის დრამატული თეატრი თბილისში გასტოლით მიემგზავრება, სპექტაკლს - „სოფელსა შინა“ მაყურებელი რუსთაველის თეატრში იხილავს.
სპექტაკლის პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში 3 თვის წინ გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორი თეატრის ხელმძღვანელი ალექსანდრე ქანთარიაა.
წარმოდგენა ქართული ლიტერატურის კლასიკოსის მიხეილ ჯავახიშვილის პიესის ''შერცხვენილნის'' მიხედვით დაიდგა.