მუსიკის ყოველწლიური კონკურსის, "მომავლის ვარსკვლავების" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შიდა შესარჩევი ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორია "ხელოვანები მომავლისთვის". კონკურსი უკვე 16 წელია ტარდება.
კონკურსის დამფუძნებლის, ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარის ნინა კუპატაძის განცხადებით, პროექტმა ძალიან ბევრი ვარსკვლავი აღმოაჩინა.