ქართული ოცნება განვლილ 11 წელს აჯამებს - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია. აქაც ნახსენებია მეორე ფრონტი,რომ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება.ამავე წერილში ხაზს უსვამენ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მიღწეულ პროგრესს,მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.მმართველი პარტია აგრძელებს იმ პრინციპების და ღირებულების ერთგულებას, რომელსაც ეს დიდი ოჯახი აერთიანებს. - ასე ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქართული ოცნების 11 წელს