ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ცნობით, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა.
მათივე განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 413 ადამიანია მოკლული, 3 550-ზე მეტი კი დაშავებული.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებებზე 11 თავდასხმა განხორციელდა. ამასთან, იუნისეფის ინფორმაციით, სუდანში შეტაკებებისას მოკლულია სულ მცირე, ცხრა ბავშვი, დაშავებულია 50-ზე მეტი არასრულწლოვანი.
შეგახსენებთ, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები გასულ შაბათს დაიწყო. გუშინ საღამოს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის 72-საათიანი რეჟიმი გამოაცხადეს.